среда, 8 июля 2009 г.

ბოდბე-წმინდა ნინოს სავანე


    პროექტის სათაური:     ბოდბე-წმინდა ნინოს სავანე და ქრისტიანული თვალთახედვის განმტკიცება  ქართველთა სულიერ ცხოვრებაში  

  პრობლემის დასმა: მოსწავლეთა დაინტერესება საკუთარი რელიგიური მრწამსის ფესვებით და ქრისტიანული რწმენის განმტკიცება.  
     მიზანი:
1. მოციქულების-ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და მატათიას ქადაგებებით ქართველთა შემზადება ქრისტეს მცნების მისაღებად;
2. კაბადოკიელი ქალწულის- წმინდა ნინოს ღვაწლი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში; 
3. ბოდბის მონასტერი- გამორჩეული ადგილი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში.
   
პროექტის ამოცანები: 1. მოციქულების-ანდრეა პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათიას მიერ ქრისტეს სჯულის ქადაგება;
 2. წმინდა ნინოს ცხოვრების გზა;
 3. დაბა "ბოდისი"-წმინდა ნინოს განსასვენებელი, მადლისა და კურნების ცხოველწყაროდ ქცეული ერისათვის;  
                                                                             პროექტის შედეგები: 1. მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების გზას, როგორც ძველი ყოფის რღვევისა (წარმართული) და ახალი ერის დამკვიდრებისა: ძველი კერპების ნგრევის ხმის, ქუხილის, მეხთატეხის, ზრიალისა და  ნგრევის ფონზე მცხეთაში სვეტიცხოვლის სასწაულებრივად აღმართვა, ეკლესიათა მშენებლობა და ხალხის მონათვლა. 
 2. საქართველოში დიდი "ჭირითა და იწროებით" შემოსული წმინდა ნინოს მიერ წარმართობის ნისლით დაფარული ერის ჭეშმარიტების ნათლით ზიარება. 
3. ბოდბის მონასტერი-ოდითგანვე ქართველთა სულიერი და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, რომელიც იმდენად პატივსაცემი იყო ყველასათვის, რომ თვით მონღოლებმაც კი აუოხრებელი დატოვეს.
   
   მიზნობრივი ჯგუფი:   IX კლასი, 25 მოსწავლე. 
   
   სამუშაო განრიგი:  2 გაკვეთილი:  1. სტატიების მომზადება.
                                                                     2. პრეზენტაცია.